weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

20 მაისს Aerosmith-ის კონცერტთან დაკავშირებით დამატებითი მატარებლები დაინიშნა

16:53 ოთხშაბათი, 17 მაისი 2017

Black Sea Arena-ზე ჯგუფ Aerosmith-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი ორი STADLER-ის ტიპის ელექტრომატარებლის დანიშვნასთან ერთად, „საქართველოს რკინიგზა“ 20 მაისს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის მიმართულებით მატარებლებს დაამატებს.

მატარებლით მგზავრობის ღირებულება ბიზნეს-კლასისთვის შეადგენს 10 ლარს, I კლასით მგზავრობის საფასური 8 ლარია, ხოლო II კლასით მგზავრობა - 6 ლარი.

„მატარებლები შემდეგი გრაფიკით იმოძრავებენ: კენტ რიცხვებში - მატარებელი №7001 ბათუმიდან გავა 16:00 საათზე, ქობულეთში იქნება 16:18-16:21 საათზე, ხოლო ურეკში ჩავა 16:46 საათზე. სამგზავრო მატარებელი №7003 ბათუმიდან გავა 18:10 საათზე, ქობულეთში იქნება 18:28-18:31 საათზე, ურეკში ჩავა 18:56 საათზე. მატარებელი №7005 ბათუმიდან გავა 21:30 საათზე, ქობულეთში ჩავა 22:01-22:04 საათზე, ურეკში იქნება 22:22 საათზე.

ლუწ რიცხვებში - მატარებელი №7002 ურეკიდან გავა 17:05 საათზე, ქობულეთში იქნება 17:27-17:31 საათზე, აღნიშნული მატარებელი ბათუმში ჩავა 17:50 საათზე. მატარებელი №7004 ურეკიდან გავა 19:35 საათზე, ქობულეთში იქნება 20:05-20:09 საათზე, ბათუმში ჩავა 20:27 საათზე. სამგაზვრო მატარებელი №7006 ურეკიდან გავა 0:15 საათზე, ქობულეთში ჩავა 0:39-0:43 საათზე და ბათუმში იქნება ღამის 1:01 საათზე.

აღნიშნულ სამგზავრო მატარებლებზე ბილეთის ღირებულება ბიზნეს კლასისთვის შეადგენს 10 ლარს, I კლასით მგზარობის საფასურია 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა შესაძლებელია 6 ლარად. I და II კლასით მგზავრობისას ბავშვებზე მოქმედებს შეღავათიანი ტარიფი“, - ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]