weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამართალდამცავებმა კარდიოლოგიის ინსტიტუტის ტექნიკური მენეჯერი დააკავეს

14:42 სამშაბათი, 06 თებერვალი 2018

რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცველებმა „კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის“ ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ბრალდებით, მისივე სამუშაო ადგილზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე  დააკავეს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ  საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ, დაკავებულის მიერ გაყიდული ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი პრეპარატ „ლირიკა“-ს 60 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი სამუშაო ოთახის ჩხრეკისას კი ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 15 კაფსულა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირველიდან ხუთი თებერვლის ჩათვლით სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი მათ შორის 1 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამოღებულია: 44 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი, 125 აბი „სუბოქსინი“ და ჰეროინის შემცველი, დაახლოებით, 60 გრამი ნარკოტიკული საშუალება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]