გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე კი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, დაწესებული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით და კოორდინაციით.