weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მაღალმთიან სოფელ გლოლაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

10:07 ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ გლოლაში საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 9 ბავშვია რეგისტრირებული.

როგორც „რეგინფოს“ გლოლაში მერის წარმომადგენელმა ირაკლი ბიჭაშვილმა უთხრა, სოფელში საბავშვო ბაღი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა და ბავშვები სკოლამდელ განათლებას ვერ იღებდნენ. მაღალმთიან სოფელში 300-მდე ადამიანი ცხოვრობს.

გლოლას საბავშვო ბაღის მშებლობისთვის 109 721 ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაწესებულება თანამედროვე და ეკოლოგიურად უსაფრთხო ინვენტარით არის აღჭურვილი.

საქართველოს რეგიონებიდან მიგრაციის მაჩვენებლით და მოსახლეობის სიმცირით პირველ ადგილზე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთია. უკიდურესად დაბალია შობადობის მაჩვენებელი. სტატისტიკური მონაცემებით, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, ოთხივე რაიონში ერთად, თვეში მხოლოდ 19 ბავშვი იბადება. ონის რაიონის 46 სოფელში 6 წლამდე ასაკის ბავშვები აღარ არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]