weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტის ყოფილი წევრი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა

10:41 ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018

მედიცინის დოქტორი, პუბლიცისტი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ფრიდონ საყვარელიძე 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფრიდონ საყვარელიძე 1992 წლიდან 2016 წლამდე „რესპუბლიკური პარტიის“ და მისი ეროვნული კომიტეტის წევრი იყო. პარლამენტის წევრად პირველად 1992 წელს აირჩიეს, მეორედ კი 2012 წელს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფრიდონ საყვარელიძემ დავით უსუფაშვილთან ერთად, „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა.

2011-2016 წლებში ფრიდონ საყვარელიძე „ქრისტიანული განათლების ფონდის“ დირექტორი იყო და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი. ასწავლიდა პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ფრიდონ საყვარელიძე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიისა მედიცინაში. 1998 წელს შეადგინა და გამოსცა „ადამიანის უფლებათა ლექსიკონი“. წერდა საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით გამომავალ ჟურნალ „სოლიდარობაში“ ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიის, პოლიტიკური იდეოლოგიების და დემოკრატიის საკითხებზე. ის ავტორია წიგნისა „მადამ გილიოტინას საყვარლები“. ფრიდონ საყვარელიძემ ოთარ ზოიძესთან ერთად, ქართულ ენაზე თარგმნა მეოცე საუკუნის ღვთისმეტყველის, პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის წიგნები: „მართლმადიდებლობის ისტორიული გზა“, „ცოცხალი რწმენის შესახებ“, „ევქარისტია“ და „ღვთისმსახურება და ღვთისმეტყველება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]