weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თსუ-ს სტუდენტებისთვის კიდევ ერთი საერთო საცხოვრებელი აშენდება

13:46 ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კიდევ ერთი, 3000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდება. მინისტრის თქმით, დაგეგმილია უნივერსიტეტის მეორე კორპუსის რეაბილიტაციაც.

„დაგეგმილია უფრო ფართომასშტაბიანი პროექტი, ეს არის 3 000 სტუდენტზე საერთო საცხოვრებელი, რომელიც აშენება. აქ კერძო ინვესტორები იქნებიან ჩართული. მალე დაიწყება მეორე კორპუსის რეაბილიტაცია და მისი რემონტი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც თსუ-ს 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

თსუ-ს 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი კომპლექსი ლისის ტბასთან 2017 წლის ბოლოს გაიხსნა. საერთო საცხოვრებელი უნივერსიტეტს განათლების სამინისტრომ თსუ-ს 99 წლის იუბილეზე გადასცა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]