თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა და ის კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი იყო.
უნივერსიტეტის დაარსების ორგანიზატორი ივანე ჯავახიშვილი იყო, რომელიც სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში, უნივერსიტეტის პირველ რექტორად კი პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. ამჯამად უნივერსიტეტში დაახლოებით 22 ათასი სტუდენტი სწავლობს. ასი წლის მანძილზე მას 300 ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.