weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდსა და ქობულეთში 2 სოფელს ისტორიული სახელწოდება დაუბრუნდა

13:41 ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ გრიგოლიშს ალერტკარი, ქობულეთში მდებარე სოფელ ხინოს კი ხინოწმინდა ეწოდა. სოფლებისათვის სახელწოდების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება ძალაში 7 თებერვლიდან შევიდა.

სოფელი გრიგოლიში ქალაქ ზუგდიდიდან 10 კილომეტრის დაშორებით, ოდიშის პლატოზე მდებარეობს. სოფლის ძველი სახელწოდება იყო ალერტკარი, 1934 წელს კი მას, ბოლშევიკი რევოლუციონერის გრიგოლ როგავას პატივსაცემად, გრიგოლიში ეწოდა, რაც მეგრულად „გრიგოლის სოფელს“ ნიშნავს. 

ხინო ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის ხეობაში მდებარეობს და ჭახათის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. დასახლების ისტორიული სახელი სოფელში მდებარე ხინოწმინდას საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძართან იყო დაკავშირებული, რომელიც 1919 წელს ემილ ტარიელაძემ დაანგრევინა საკუთარი სახლის ასაშენებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]