weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლევან ვასაძის მეუღლის სკოლაში სტიპენდია მხოლოდ ბიჭებისთვის დაწესდა

15:51 ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018

თბილისში, კიკეთში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა სტიპენდია მხოლოდ ბიჭებისთვის დააწესა. სახალხო დამცველის განცხადებით, 2017-2018 წლისთვის დაწესებული სტიპენდია მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის იყო განკუთვნილი. სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა მე-8 კლასში გადამსვლელ გოგონებს არ ჰქონდათ.

„2017 წლის 28 ივნისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად სკოლამ გამოაცხადა სასტიპენდიო პროგრამა მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის. სტიპენდიის ოდენობა დამოკიდებული იყო მისაღები გამოცდების შედეგებზე, მისაღები კონტიგენტის რაოდენობა კი განისაზღვრა არაუმეტეს 4 მოსწავლით.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მიერ გავრცელებული განცხადებით, სკოლა მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, არ ისახავდა უარყოფით მიზნებს. სკოლის მიერ სოციალური გვერდით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მე-8 კლასში სწავლობს 10 გოგონა და 1 ბიჭი, შესაბამისად, სწორედ მოსწავლეთა დაბალანსების მიზნით სასტიპენდიო პროგრამა შეიქმნა მითითებული სეგმენტის დაინტერესებისა და მოზიდვისათვის“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სასტიპენდიო პროგრამის დანიშვნა, რომელიც სასწავლებლის არგუმენტით, ემსახურებოდა სქესთა შორის ბალანსის დაცვასა და მე-8 კლასში მყოფი ვაჟისათვის უმცირესობაში ყოფნის შედეგად შექმნილი დისკომფორტისა და დათრგუნვის აღმოფხვრას, თავისთავად წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპის კვლავწარმოებას და ხელს უწყობს გენდერულად უთანასწორო გარემოს შექმნას.

„პოზიტიური ღონისძიებების განხორციელება, რიგ შემთხვევებში, შეიძლება უთანასწორობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდეს, თუმცა მსგავსი ზომები უნდა გატარდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტის გათვალისწინებით და არ იწვევდეს სხვათა თანასწორობის უფლების შელახვას“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

მან სკოლას მიმართა რეკომენდაციით, რომ სასტიპენდიო პროგრამის გამოცხადებისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი და შეიმუშაოს სპეციალური დებულება სტიპენდიის მიღების წესისა და მიმღებ პირთა განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ.

შპს „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი“ 2009 წლის მარტში დაფუძნდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი შპს „კიკეთის სოციალური პროექტებია“. აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წლის მესაკუთრე კი ლევან ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]