weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იყალთოსა და შუამთაში კრედიტით აშენებული ობიექტები საპატრიარქოს გადაეცა

12:24 პარასკევი, 09 თებერვალი 2018

თელავის მუნიციპალიტეტში, იყალთოსა და შუამთაში, 2015-2016 წლებში მსოფლიო ბანკის კრედიტით აშენებული ტურისტული ობიექტები, საქართველოს მთავრობამ 49 წლით საპატრიარქოს გადასცა. ეს ობიექტებია - იყალთოს მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული შენობა და საზოგადოებრივი ობიექტი; იყალთოს ქვევრის სკოლა ლიცეუმი „ქვევრის სახლი“; ვიზიტორთა მართვის ცენტრი – „შუამთის კარიბჭე“; ახალი შუამთის მონასტრის მიმდებარედ საზოგადოებრივი ობიექტები; ძველი შუამთის მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული შენობა და საზოგადოებრივი ობიექტი.

Business Media Georgia-ს ინფორმაციით, ტურისტული ობიექტების მშენებლობის ჯამური ღირებულება 7,5 მილიონ ლარია. მათგან ყველაზე მსხვილი, სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა ლიცეუმი – „ქვევრის სახლია“. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო-მუზეუმი5 მილიონი ლარი დაჯდა. უფრო კონკრეტულად კი მშენებლობა 2 645 792 ლარი დაჯდა, საცხობი ღუმელის შეძენა-დამონტაჟება კი 2 086 637 ლარი. პროექტის მიზანი საქართველოში ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება იყო.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით აშენდა ძველ და ახალ შუამთაში ტურისტული ობიექტები, რომელთა საერთო ღირებულებამ 2 645 792 ლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ვიზიტორთა მართვის ცენტრი „შუამთის კარიბჭე“, ახალი შუამთის მიმდებარედ აშენდა ინფრასტრუქტურული შენობები და საზოგადოებრივი ობიექტები.

ტურისტული ობიექტები „რეგიონული განვითარების პროექტის“ ფარგლებში აშენდა. პროექტისთვის მსოფლიო ბანკმა 2012 წელს 60 მილიონი დოლარის სესხი დაამტკიცა, რომლის მიზანიც, კახეთის რეგიონში ტურიზმსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.

აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტით აშენებული კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი „მაწვნის სახლი ალავერდთან“, მთავრობამ საპატრიარქოს 2013 წელს გადასცა. მისი მშენებლობა 1 მილიონი ლარი დაჯდა.

ტურისტული ობიექტების საკუთრებაში გადაცემა საპატრიარქომ, მშენებლობის დასრულებისთანავე მოითხოვა. მიზეზად ობიექტების ეკლესია–მონასტრების მიმდებარედ განთავსება დასახელდა.

როგორც საპატრიარქოს მიერ ეკონომიკის სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, ტურისტული ობიექტების სწორად და ეფექტიანად ფუნქციონირება პირდაპირ არის დაკავშირებული სამონასტრო ცხოვრების წესთან და მონასტრულ გარემოსთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]