weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხულოს სოფლებში 14 სამედიცინო პუნქტი 9 წელია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

00:49 შაბათი, 10 თებერვალი 2018

მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში 14 სამედიცინო პუნქტს 9 წელია ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხის მასალისგან, ერთოთახიანი სამედიცინო პუნქტები 2009 წელს ხელისუფლებამ კერძო მესაკუთრეების ნაკვეთებში ააშენა. პირველადი მოხმარების მედიკამენტების შესანახად ამბულატორიებს მაცივრებიც გადასცეს, მაგრამ ელენერგია არ შეუყვანეს.

„7 წელია სოფელ ფაჩხის სამედიცინო პუნქტში ვმუშაობ. 500 ადამიანს ვემსახურებით. გათბობისთვის შეშას ჩემი სახსრებით ვიმარაგებ, ოჯახიდან მომაქვს. სახელმწიფო დენით გათბობას აფინანსებს, მაგრამ რადგან აბონენტად არ ვართ აღრიცხული, არც შუქი გვაქვს. აბონენტად ვერ დაგვარეგისტრირეს იმის გამო, რომ შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, მიწის ნაკვეთი კი, რაზედაც შენობა დგას კერძო პირის საკუთრებაა“, - ციტირებს ექთნის, თეონა მახარაძის კომენტარს აჭარის ტელევიზია.

„ქართული ოცნებიდან“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, იზოლდა სურმანიძის თქმით, მიწის მესაკუთრეები ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ კომპენსაციას ან სამედიცინო პუნქტებში ოჯახის წევრების დასაქმებას ითხოვენ.

„ვერ შეგვყავს ელექტოენერგია შიგნით და ვერ ვეხმარებით ამ უბნებს. ვერანაირ პროგრამას ვერ ვახორციელებთ. მიწის მეპატრონეს პრეტენზია აქვს, რომ აუცილებლად მისიანი უნდა დავასაქმოთ“, - აღნიშნა იზოლდა სურმანიძემ.

ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში, შეთანხმების საფუძველზე, მიწის ნაკვეთის იმ ნაწილებს, რაზედაც სამედიცინო პუნქტები დგას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაარეგისტრირებენ.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]