weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჟენევის სასამართლომ ივანიშვილის ბანკირი დამნაშავედ ცნო და კომპენსაციის გადახდა დააკისრა

13:22 შაბათი, 10 თებერვალი 2018

ჟენევის სასამართლომ დამნაშავედ ცნო Credit Suisse-ის ყოფილი კლიენტთა მრჩეველი, 54 წლის პატრის ლეკოდრონი და მას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ლეკოდრონს ბრალად ედებოდა კლიენტების ნდობით ბოროტად სარგებლობა და მაქინაციის სქემის გამოყენება, რომლითაც მან კლიენტები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, 152 მილიონი დოლარით აზარალა, 25 მილიონი დოლარი კი მიითვისა.  

9 თებერვალს, მოსამართლე ალექსანდრა ბანამ განაჩენის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ პატრის ლეკოდრონს ძალიან სერიოზული ბრალდება აქვს წაყენებული და რომ მისი სქემა 8 წლის განმავლობაში მოქმედებდა. პატრის ლეკოდრონი დოკუმენტებზე კლიენტების ხელმოწრას უკანონოდ იყენებდა და საგადხდო დავალებებს აყალბებდა. განაჩენს „ძალიან სასტიკი“ უწოდა ლეკოდრონის ადვოკატმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ მსჯავრდებული ბანკირი კარგი ქცევის გამო ციხეს 2019 წელს დატოვებს.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ კლიენტთა მრჩევლის თაღლითობის შედეგად, ივანიშვილმა მილიონობით დოლარი დაკარგა. იანვარში Credit Suisse-მა განაცხადა, რომ ლეკოდრონი მარტო მოქმედებდა. ქართველი მილიარდერის ადვოკატებს კი მიაჩნიათ, რომ ბანკის ხელმძღვანელობას ჰქონდა ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ, თუმცა იმის მაგივრად, რომ რაიმე მოემოქმედებინათ, ბანკი განაგრძობდა გაყიდული პროდუქციიდან საკომისიო გადასახადის მიღებას. აგვისტოში ივანიშვილმა Credit Suisse-ს სასამართლოშიც უჩივლა.

ლეკოდრონის წინააღმდეგ გამოძიება 2016 წელს დაიწყო. იანვარში შვეიცარიულმა გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 101 მილიონი დოლარი დაკარგა იმ ბანკირის მოქმედებების შედეგად, რომელიც მის საინვესტიციო პორტფელს მართავდა.  მარტის თვეში ლეკოდრონს ბრალი წაუყენეს. მოგვიანებით მან აღიარა, რომ თანხას რიცხავდა ივანიშვილის, ბურიატიის ყოფილი სენატორის ვიტალი მალკინისა და რუსეთის კიდევ ორი მოქალაქის ანგარიშებიდან.

სასამართლომ Credit Suisse-ს დაავალა დააყადაღოს ლეკოდრონის ანგარიშები და მისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ კლიენტებს - ივანიშვილსა და მალკინს ფული უკან დაუბრუნოს. ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ ივანიშვილის ადვოკატებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]