weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართულ საავადმყოფოებში 1644-მა აფხაზმა და ოსმა გაიარა მკურნალობა

16:46 შაბათი, 10 თებერვალი 2018

რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წელს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის 1644-მა მცხოვრებმა მიიღო ქართული სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სამედიცინო მომსახურება. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, ინფორმაციას Civil.ge ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები 1137 პაციენტი დააფინანსა, მათ შორის 179 ბავშვი, ასევე ცხინვალის რეგიონის მცხოვრები 507 პაციენტი, მათ შორის 57 ბავშვი.

მთავრობის მიერ 2010 წელს ამოქმედებული რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ იმ პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროგრამა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის საქართველოს კლინიკებში სრული სამედიცინო მომსახურების გაწევას, ასევე გადაუდებელ სიტუაციებში მათ ტრანსპორტირებას.

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც ამ თემას მოკლედ შეეხო 2017 წლის დეკემბერში, განაცხადა, რომ მთავრობამ შეძლო გალის მოსახლეობის ჩართვა უფასო სამედიცინო მომსახურების პროგრამაში, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]