„სპუტნიკ აბხაზიას“ ინფორმაციით, თევზსაჭერი გემის კაპიტანი პარასკევს საღამოს კაფედან პორტში ავტომანქანით ბრუნდებოდა, როდესაც ორმა ნიღბიანმა პირმა გააჩერა, მძღოლი ავტომანქანიდან გადმოაგდეს და კაპიტანი გაიტაცეს.
სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის შემდეგ ავტომანქანა გალი-ოჩამჩირის გზაზე იპოვეს. ავტომანქანის მინა სროლის შედეგად იყო ჩამსხვრეული, თუმცა სისხლის კვალი ვერ ნახეს. მომხდარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.