weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შუახევის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება

13:36 ორშაბათი, 12 თებერვალი 2018

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა მიმდინარეობს. ცენტრი 0-დან 18- წლამდე ასაკის 100 შშმ პირზეა გათვლილი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, დაგეგმილია სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც 15 ადგილობრივს გადაამზადებენ. ისინი სამომავლოდ ბენეფიციარებს შესაბამის მომსახურებას გაუწევენ.

„ის ბენეფიციარები, რომლებიც დღეს ფიზიკურად ვერ მოდიან დაბამდე, ჩვენი ავტომობილებით ჩამოვიყვანთ სარეაბილიტაციო ცენტრამდე და უზრუნველვყოფთ მათ ტრანსპორტირებას“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

მიმდინარე სამუშაოებზე 118 555 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია. დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში წელს 41 ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის სოფელ ინწკირვეთში მთა გორის ძირიდან, სოფელ ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. ასევე ხაბელაშვილები-ბუთურაული-მახალაკიძეების ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროგრამის თანახმად განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხიჭაური შუახევის მონაკვეთზე გარე განათებების მოწყობა, ინწკირვეთის სახლის მშენებლობა, დაბის სტადიონის რეაბილიტაცია, დაბის საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე არხების მოწყობა. პროექტების განსახორციელებლად 4 150 000 ლარია გამოყოფილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]