როგორც შემოქმედში მერის წარმომადგენელმა გოჩა ბურჭულაძემ „რეგინფოს“ უთხრა, აფეთქებას ძლიერი ხმა არ ჰქონია და მეზობლად მცხოვრებმა პირებმა მომხდარის შესახებ დილით შეიტყვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. სამინისტროს განცხადებით, ექსპერტ-კრიმინალისტებს ჯერ დადგენილი არ აქვთ მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს თუ სხვა ნივთი.
სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ აღნიშნული მაღაზიის გვერდით მდებარე მაღაზიის საკეტი უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად გატეხა და გაქურდა.