weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კიევში რესტორანში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

17:29 ორშაბათი, 12 თებერვალი 2018

უკრაინის ოპოზიციური პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევში, ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ სააკაშვილის თანაპარტიელის იური დერევიანკოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

„უცნობმა პირებმა სააკაშვილი რესტორან „სულუგუნში“ დააკავეს და მიკროავტობუსით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს“, - ციტირებს გამოცემა დერევიანკოს განცხადებას.

ქართული რესტორნის ადმინისტრაციამ „უკრაინსკა პრავდას“ დაუდასტურა, რომ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იმყოფებოდა და სამართალდამცავებმა დააკავეს. მათივე ცნობით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა რესტორანი უკვე დატოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი ნიღბიანმა პირებმა დააკავეს, რომელთაც ქურთუკებზე ჰქონდათ წარწერა „სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური“. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში სააკაშვილის დაკავებას არ ადასტურებენ. როგორც მათ განაცხადეს, ამ საკითხზე კომენტარს უახლოეს პერიოდში გააკეთებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]