weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ჭერემის წმინდა გიორგის ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

18:49 ორშაბათი, 12 თებერვალი 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში გვიან შუასაუკუნეებში აშენებულ მინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

წერილობითი წყაროების მიხედვით, ჭერემის დაარსება ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება, რომელმაც ის ტახტის მემკვიდრეს, დაჩის უბოძა. ჭერემი კახეთის პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო, რასაც ხელი შეუწყო მისმა ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. ჭერემზე გადიოდა შიდა და გარე კახეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა (ველისციხე-ჭერემი-ჩაილური). გორგასლის გარდაცვალების შემდეგ, ირანელების შემოსევების შედეგად ჭერემი დაინგრა.

ჭერემში არაერთი ისტორიული ძეგლია, მათ შორის ვახტანგ გორგასლის სასახლე, რომელიც 1984-1985 წლებშია აღმოჩენილი. ასევე ღვთისმშობლის სახელობის საეპისკოპოსო ტაძარი, ეპისკოპოსის სასახლე, წმინდა ბარბარეს და მამადავითის ეკლესიები. წმინდა გიორგის ეკლესია დგას შუა სოფელში, საეპისკოპოსო ტაძრის ჩრდილოეთით რამდენიმე მეტრში. ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. აშენებულია ნატეხი ქვით.

2014 წლის აღწერის მონაცემებით ჭერემში 28 ადამიანი ცხოვრობს. სოფელი ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს და მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული. 2016 წელს სოფელში „გორგასლობის“ დღესასწაული დაწესდა, რომელიც მაისში აღინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]