weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ბებიის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა

11:47 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბებიის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული მინდია ხ. დამნაშავედ ცნო და 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 15 მაისს, დიღმის მასივში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ბებია ცემა.

„მინდია ხ.-მ ხელები ყელზე მოუჭირა ნ. ნ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 2017 წლის 17 მაისს, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. სხდომის შემდეგ, მინდია ხ.-მ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან გაქცევა სცადა, რა დროსაც იგი დააკავეს. სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლომ მინდია ხ.-სთვის წარდგენილი ბრალდება (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა) გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-108-ე მუხლზე (განზრახ მკვლელობა) და გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო დაკავების ადგილიდან გადაყვანისას გაქცევის მცდელობის ნაწილშიც და დანაშულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]