weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

18:16 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილია დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტები და პასუხისგებაში მისცეს სამი პირი - ორი კომპანიის დირექტორი და სამუშაოების დამკვეთი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, მის მმართველობაში არსებული კომპანიის მიერ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ამასთან, გამოიყენა დაბალი ხარისხის მასალა და ამით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 10 300 ლარს.

მეორე შემთხვევაში, ბრალდებული, რომლის მმართველობაში არსებული კომპანია ქვემო ქართლის რეგიონში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, ობიექტზე სამუშაოს შესრულებისას დაბალი ხარისხის მილების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 26 000 ლარს.

სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ბრალდებით, პასუხისგებაში ასევე მიეცა სამუშაოების დამკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონის ერთ - ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც სამუშაოების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა ევალებოდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე, 180-ე მუხლის მესამე და 342-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]