როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაცხადეს, მამაკაცს დაზიანებები ფერდში დანით აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით პოლიციას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.