„ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, მე ჩემმა მეგობრებმა მაჩუქეს მანქანა, ჩემი მანქანა, რომელიც არის 19 წლის, აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს დაგადავწყვიტე, რომ ნაჩუქარი მანქანა გავყიდოდა აქედან მიღებული თანხა მოვახმარო ეკლესიის, მონასტრის მშენებლობას და იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვისაც განსაკუთრებულად სჭირდებათ ფინანსური დახმარება. ღმერთმა დაგლოცოთ“, – ამბობს მღვდელი ვიდეოში.
იონა ნინევიელის ვიდეოს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი მღვდელს გადაწყვეტილებას უწონებს და წერს, რომ ის ამით მაგალითს სხვა სასულიერო პირებს აძლევს. საზოგადოების ნაწილი კი მას ვიდეოს გამოქვეყნებისთვის აკრიტიკებს.