weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავში 7 ბავშვი სავარაუდოდ შაურმით მოიწამლა

15:55 ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018

რუსთავში საკვები პროდუქტით შვიდი ბავშვი მოიწამლა. როგორც „რეგინფოს“ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში კვებითი ინტოქსიკაციით ოთხი ბავშვი გუშინ, სამი კი დღეს დილით მიიყვანეს.

ექიმ ლანა თავართქილაძის თქმით, ბავშვები 8-დან 16 წლამდე ასაკის არიან. შვიდივემ გუშინ, თოდრიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საშაურმეში შაურმა მიირთვა და ინტოქსიკაციის მიზეზიც სავარაუდოდ ეს გახდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ საშაურმეში დღეს არაგეგმიური ინსპექტირება განხორციელდა და ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად სპეციალისტებმა საკვების ნიმუშები აიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]