როგორც ჭონქაძის თემში დუშეთის მერის წარმომადგენლის მთავარმა სპეციალისტმა, ნაირა ჯავახიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, ცოლ-ქმარი თბილისში სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა და სოფელში პერიოდულად ჩადიოდნენ. ქალი 30 წლის იყო, მამაკაცი კი 36-ის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.