weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეწარმე სუნელის დასამზადებლად მცენარეებს და საღებავებს იყენებდა

12:03 ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადების ბრალდებით, ერთი მეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის არასაკვები დანიშნულების აზო-საღებავს „სუდან 1“-ს, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

სურსათის ეროვნული სააგენტო სუნელ-სანელებლების ლაბორატორიულ გამოკვლევას ახორციელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 75 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ 4 შემთხვევაში გამოვლინდა. საქართველოში დამზადებული სუნელები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტყვიის შემცველობაზე მას შემდეგ გამოიკვლია, რაც საჯარო გახდა ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის დასკვნა და რეკომენდაციები იმის შესახებ, რომ ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]