weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს 19 მოქალაქე გერმანიაში არ შეუშვეს

13:08 ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 თებერვალს, გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ სასაზღვრო კონტროლის გავლისას, საქართველოს 19 მოქალაქე გერმანიაში არ შეუშვა. ისინი „ვიზეარის“ ქუთაისი-მემინგენის რეისის მგზავრები არიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 10 მოქალაქე მემინგენი-ქუთაისის რეისით იმავე დღეს უკან გამოაბრუნეს, 9 მოქალაქე კი მიუნხენის აეროპორტის ტრანზიტული ფრენებისათვის განკუთვნილ ნაწილში გადაიყვანეს.

13 თებერვალს გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მემინგენის აეროპორტში კონტროლის ღონისძიება განახორციელეს, რის შედეგადაც ქუთაისიდან ჩასული მგზავრები დააკავეს. გერმანული მედიის ცნობით, მემინგენის აეროპორტის პოლიცია გააგრძელებს შემოწმებების ჩატარებას.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა, რომელიც ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით მიმოსვლას ითვალისწინებს. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35 %-ით გაიზარდა.

საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]