სიახლეა ის, რომ შემოღებული იქნება ჩააბარა/არ ჩააბარა (Pass/Fail) შეფასების სისტემა, რაც გამსვლელი ბარიერის გადალახვას გულისხმობს. ახალი ფორმატით, გამოცდისთვის დაწესებულ ბარიერი (5.5) არ იცვლება, გამოცდის დასრულების შემდეგ, ნაცვლად ქულისა, მოსწავლე მხოლოდ იმას შეიტყობს გადალახა თუ ვერ გადალახა ბარიერი.
სიახლეა ისიც, რომ ყველა საგანში ნიმუშების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს გამოცდებამდე ტესტების სხვადასხვა ვარიანტებში ივარჯიშონ და მასწავლებელთან ერთად განიხილონ.
რაც შეეხება თავად გამოცდებს, რაოდენობა იგივე დარჩება, მე-11 კლასის ბოლოს მოსწავლეები ოთხ საგანს - ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას და გეოგრაფიას, ხოლო ქართულს, მათემატიკას, უცხო ენასა და ისტორიას მე-12 კლასის ბოლოს ჩააბარებენ.