„თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ და იცით, თქვენი ცხოვრება მომავალში როგორ წარმართოთ. სანაპირო დაცვის სამხედროებს განსაკუთრებული როლი და ფუნქცია აქვთ არა მარტო შეიარაღებულ ძალებში, არამედ ზოგადად ქვეყნისთვისაც. თქვენ მოგიწევთ განსხვავებული როლების შესრულება - ზოგიერთი თქვენგანი სხვა ქვეყნებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. ვამაყობ, რომ წილად მხვდა პატივი, ვიყო თქვენი მთავარსარდალი“, - მიმართა დონალდ ტრამპმა სანაპირო დაცვის აკადემიის 2017 წლის კურსდამთავრებულებს.
რიგითი ელდარ საგანელიძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელად 2013 წლიდან ირიცხება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ მას ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპეციალიზაციით იმსახურებს.