weather cur horoscope tv
ოქტომბერი 10, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

21 წლის ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში საპატრულო პოლიციას ადანაშაულებენ

15:01 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

16 მაისს გორთან მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 21 წლის ბექა ხახუბია გარდაიცვალა. ყოფილი პოლიციელი ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახალგაზრდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების უკანონო ქმედებას ემსხვერპლა.

„დაახლოებით 4-5 საათზე, გამთენიისას, საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას შვილი ბექა ხახუბია ავტომანქანით მიემგზავრებოდა თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც მას გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც მძღოლს ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა. ვინაიდან ბექა ხახუბია იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიშით, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას და დასხლტომის მიზნით, გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით. ხაშურთან, ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა და ხაშურის ცენტრში, წრესთან, მოაბრუნა ავტომანქანა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო. ამ დროს,

გორის გვირაბის გასასვლელში, დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა და მოახდინეს გორის გვირაბის გასასვლელის ჩახერგვა. დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას.

სამწუხაროდ, საპატრულო პოლიციის უკანონო ქმედების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა“, – წერს ზვიად კუპრავა. 

მისივე ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპატრულო პოლიციის არასწორი დევნის შედეგად ადამიანები იღუპებიან. „საპატრულო პოლიცია არ არის აღჭურვილი „ზღარბი პოლიციელებით“, რომლითაც უსაფრთხოდ და უვნებლად შეიძლება ავტომანქანის გაჩერება და დამრღვევ ავტომანქანებს სრულიად უკანონოდ ტრაილერებით უკეტავენ გზას“, – აღნიშნავს კუპრავა. 

ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურამ გაითხოვა. მთავარი პროკურატურის წარმომადგენლის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, გამოძიება იგივე მუხლით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]