weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით რამდენიმე ქვეყანაა დაინტერესებული - ძოძუაშვილი

13:04 პარასკევი, 16 თებერვალი 2018

„რამდენიმე ქვეყნიდან, სადაც სეტყვასაშიში პროცესების მაღალი რისკებია, დიდი დაინტერესებაა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემასთან დაკავშირებით. უკვე იგეგმება სამუშაო ჯგუფის გამგზავრება სამ სხვადასხვა ქვეყანაში ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით“, - ამის შესახებ სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

„დელტას მიერ შემუშავებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფს 96-97 პროცენტიან ეფექტურობას, დარჩენილი 3-4 პროცენტი, ყველაზე უფრო მტკივნეულად ამახსოვრდება საქართველოს მოსახლეობას, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი რაოდენობით განეიტრალებული სეტყვასაშიში პროცესები და თავიდან აცილებული მნიშვნელოვანი ზარალი. ამან გამოიწვია იმ ქვეყნების დაინტერესება, რომლებიც იყენებენ ძველ სისტემებს, რომელთა რეაგირების დრო საშუალოდ 7-15 წუთია, მაშინ, როდესაც ჩვენს სისტემას გადაწყვეტილების მიღებიდან პირველი გასროლის განხორციელებამდე საშუალოდ 15-20 წამი ჰყოფნის“ - აღნიშნა უჩა ძოძუაშვილმა.

მისივე თქმით, კახეთში დამონტაჟებულმა სისტემამ 2015, 2016 და 2017 წლების სეზონზე არსებული შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. „გასული წლების არსებული სტატისტიკის გაანალიზება გვაჩვენებს რომ „დელტას“ ავტომატიზირებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად სეტყვისგან მოსალოდნელი ზარალი რამდენჯერმე მცირდება“, - განაცხადა ძოძუაშვილმა.

„დელტას“ მონაცემებით, 2017 წლის განმავლობაში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 274 სეტყვასაშიში ზონა ჯამში 3790 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტით დაამუშავა. წლის განმავლობაში ჩატარებული სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების ეფექტიანობამ 96,3% შეადგინა, ხოლო ეკონომიკურმა ეფექტიანობამ 25 600 000 ლარი.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობა სსსტც „დელტამ“ 2013 წელს, საქართველოს მთავრობის დაკვეთით დაიწყო. სისტემის შექმნა 15 მილიონი ლარი დაჯდა. სისტემის როგორც ელექტრონული, ასევე მექანიკური კომპონენტების უდიდესი ნაწილი საქართველოში „დელტას“ საწარმოებშია დამზადებული. სისტემის შემადგენლობაში შედის მართვის ცენტრი თბილისში, ცენტრალური მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი სიღნაღთან და 83 ერთეული სტაციონარული სარაკეტო გამშვები მთელი კახეთის მასშტაბით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]