weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ და თბილისის საერთაშორისო აკადემიას ავტორიზაცია გაუუქმდა

14:59 პარასკევი, 16 თებერვალი 2018
ფოტოზე განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ფოტოზე განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ჰიპოკრატეს და თბილისის საერთაშორისო აკადემიას ავტორიზაცია გაუუქმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საბჭომ ეს გადაწყვეტილება 15 თებერვალს, სასწავლებლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე მიიღო. როგორც ცენტრში აცხადებენ,  ექსპერტებმა სასწავლებლების საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური და ადამიანური რესურსები შეამოწმეს და დაადგინეს, რომ სტანდარტების თითქმის ყველა მოთხოვნა დარღვეული იყო.

„დაფიქსირებული დარღვევები პირდაპირ დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან და ხარისხთან. უფრო კონკრეტულად, ხარვეზები ეხება საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც თითქმის არ მიმდინარეობდა, საბიბლიოთეკო რესურსები დასაწყობებულ მდგომარეობაშია და შესაბამისად, რესურსების გამოყენების ფაქტებიარ ფიქსირდება. ასევე, არ ფიქსირდება პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობის სათანადო ბაზები. კლინიკური უნარ-ჩვევების გარკვეულ ნაწილს სტუდენტები ერთმანეთზე სწავლობენ. გარდა საგანმანათლებლო ნაწილისა, სერიოზული პრობლემებია ადმინისტრაციის, ფინანსებისა და ორგანიზაციული მოწყობის ნაწილში, რომელიც მთლიანად შეუსაბამოა საგანმანათლებლო მიზნებისთვის“, - განაცხადეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულცენტრში.

სასწავლებლებისთვის ავტორიზაციის გაუქმებას გამოეხმაურა განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. მისი თქმით, „ჰიპოკრატეს“ და თბილისის საერთაშორისო აკადემიის სტუდენტები მობილობის წესით სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადანაწილდებიან.

ზოგადად, დარღვევები ეხებოდა განათლების ხარისხს. ჩვენთვის მთავარ საზრუნავს სწორედ განათლების ხარისხი წარმოადგენს. სახელმწიფომ, სიმართლე უნდა უთხრას ყველა ოჯახს, ყველა სტუდენტს და ეს სიმართლე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლები არიან ისინი, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური ხარისხი. ხარისხის მართვის ცენტრი გამოაქვეყნებს რიგგარეშე მობილობას მხოლოდ ამ სასწავლებლების სტუდენტებისთვის და ასევე გაუწევს კონსულტაციებს. სტუდენტებს თავიანთი არჩევანის საფუძველზე საშუალება ექნებათ, რომ სწავლა გააგრძელონ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სასწავლებლებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ასაჩივრება შეუძლიათ. როგორც „ჰიპოკრატეში“ განაცხადეს, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]