weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იყო სიგნალები, რომ „ტვ პირველს“ სამომავლოდ შინაარსი შეეცვალა - ნინო ჟიჟილაშვილი

23:11 პარასკევი, 16 თებერვალი 2018

ხელისუფლებას არ აქვს კომფორტი, რომ ბაზარზე არსებობს თუნდაც პატარა, მაგრამ სოლიდური, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი მედია სივრცე და ბოლო პერიოდში ჩვენ ვიგრძენით განსაკუთრებული სიგნალები ამასთან დაკავშირებით, - ეს განცხადება ტელეკომპანია პირველის წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა დღეს, მედიის გამოწვევების შესახებ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

„ეს იყო სიგნალები, რომ ტელეკომპანია „პირველს“ სამომავლოდ შეეცვალა თავისი შინაარსი. ამ ეტაპისთვის პირდაპირი მტკიცებულებები ხელთ არ გვაქვს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვებაზე. ამ ეტაპისთვის რაც შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენი მოკავშირეების ძალიან პრინციპული დამოკიდებულებით, ჩვენთან ერთად ძალიან გუნდური მუშაობით, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე „ტვ პირველისთვის“ ბარიერები მოხსნილია. ამ შინაარსით ამ ტელეკომპანიის არსებობა ხელისუფლებისთვის არის ძალიან დისკომფორტული“, - აღნიშნა ჟიჟილაშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტული ზეწოლა, კონკრეტულ თემებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან მიმართებაში არ ყოფილა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ტვ პირველის“ წარმომადგენლებისგან ითხოვდა, განემარტათ, ვისგან იყო ზეწოლა.

„რას ნიშნავს სიგნალები, ვისგან იყო ეს სიგნალები? იყო თუ არა მფლობელზე ზეწოლა? ფიგურირებდა თუ არა ქუმსიშვილის და ჯეჯელავას გვარები და ტექსტები მათთან დაკავშირებით? ჩვენ ეს დეტალები გვაინტერესებს და არა ის კუთხეებშემოთლილი ტექსტი, რომელიც ეხლა თქვენ ბრძანეთ“, - აღნიშნა გვარამიამ.

მან „ტვ პირველის“ ჟურნალისტები დაადანაშაულა მათ ირგვლივ განვითარებული მოვლენების „საგულდაგულოდ დამალვაში“. ამ განცხადებას გვარამიასა და „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ვახო სანაიას შორის შეკამათება მოჰყვა.

„ტელეკომპანია ისეთი ფორმით, როგორითაც დღეს არსებობს, შეიძლება არ ყოფილიყო. რაც შეეხება დამალვას, პირველი რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს იყო, რომ შევკრიბეთ ადამიანები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვუთხარით ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ. თქვენ არ ხართ პირველი ვისგანაც ეს გვარები გავიგეთ ამ კონტექსტში და იმ ადამიანებმა ვინც შეხვედრებს ესწრებოდნენ, იციან ამ გვარების შესახებ. მაგრამ კონკრეტულად როდესაც რაღაცას ვამბობთ, გვჭირდება ამის დამადასტურებელი. როგორ შეიძლება არ ხმაურდებოდეს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, საელჩოებს ჩვენ თავადვე ვუყვებოდით ამის შესახებ. ადამიანი, რომელსაც რაღაცის დამალვა უნდა, დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო სექტორს არ უყვება ამბავს“, - განაცხადა სანაიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო სექტორთან და დიპლომარიურ კორპუსთან გამართული შეხვედრა დახურული იყო, არ მოუთხოვიათ, რომ იქ გაკეთებული განცხადებები მონაწილეებს არავისთვის ეთქვათ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მესაკუთრეს, ბიზნესმენ ვახტანგ წერეთელს პრობლემები შეექმნა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის გამო. მესაკუთრემ და ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრეს რამდენიმე დღის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]