weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ექიმების რა დარღვევები აღმოაჩინა კომისიამ თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში

00:53 შაბათი, 17 თებერვალი 2018

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, 32 წლის თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში, შპს „ემერჯენს სერვისის“ სამედიცინო ბრიგადის, შპს „უნიმედი აჭარას“ ხულოს ცენტრის და „უნიმედი აჭარას“ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების არაერთი დარღვევა აღმოაჩინა. რეგულირების სააგენტოს დასკვნის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

თემურ გაბაიძე კურორტ გოდერძიზე 2017 წლის 1-ელ იანვარს დაშავდა. გაბაიძეს მოთხილამურე დაეჯახა, რის გამოც მან ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო, 13 იანვარს კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრომ გაბაიძის გარდაცვალების საქმის შესწავლა ოჯახის წევრთა განცხადების საფუძველზე დაიწყო.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმი ხათუნა გელაშვილი არ აკმაყოფილებდა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობისთვის სავალდებულო მოთხოვნებს.

პაციენტი გამსვლელი ბრიგადის ამბულატორიაში (კურორტი „გოდერძი“) დაყოვნდა დაახლოებით სამი საათი. ექიმის მიერ სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები კი არაადეკვატური იყო, ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა ჭრილობები თავის არეში, გონების დაკარგვის რამდენიმე ეპიზოდი, უნდა მომხდარიყო სისხლის შეჩერება და დაუყოვნებლივი ტრანსპორტირება სპეციალიზირებულ კლინიკაში, თავის ტვინის ტომოგრაფიის ჩასატარებლად.

ანესთეზიოლოგის მხრიდან ინდუქციაში შეყვანილ იქნა მინიმალურ დოზაზე ნაკლები Sol Fentanili. ოპერაციის მსვლელობის პროცესშიც გამოყენებულია ძალიან მცირე დოზა. ოპერაცია მიმდინარეობდა არასაკმარისი ანალგეზიის პირობებში.

ავადმყოფთან მიმართებაში მატულობს ლეიკოციტები, მიზეზი კი ნაპოვნი არ არის. არ არის გაკონტროლებული ინფექციის მარკერები, არ არის გამოკვლეული თავ-ზურგტვინის სითხე. ავადმყოფს აღენიშნებოდა ცხელება, არ იქნა ჩატარებული ნახველისა და სისხლის ბაქტეროლოგიური კვლევა. არ ჩატარებულა ინფექციონისტის კონსულტაცია. ანტიკონვულსური (გვერდითი მოვლენები) თერაპია დანიშნულია არაადექვატური სქემით. არ არის ჩატარებული ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა და კონსულტირებული არ იყო ეპილეპტოლოგის მიერ“.

აღნიშნული დასკვნა რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გაეგზავნა. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფო კომპანია „ევექსს“ ეკუთვნის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]