weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი, ე.წ. კუკუშკა, რელსებიდან გადავიდა

13:15 შაბათი, 17 თებერვალი 2018
ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი, ე.წ. კუკუშკა, რელსებიდან გადავიდა ფოტო Ⓒ ეთა მამალაშვილი

ბორჯომსა და ბაკურიანს შორის მოძრავი მატარებელი, ე.წ. კუკუშკა, მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, სოფელ არდაგანთან მოხდა.

მატარებელი ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით მოძრაობდა. სარკინიგზო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ე.წ. კუკუშკა ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით და პირიქით, დღეში 2 რეისს ასრულებს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მატარებელი ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით დილის 7:15 და 10:55 საათზე გადის და დანიშნულების ადგილზე 2 საათში ჩადის; ბაკურიანიდან ბორჯომში კი 10:00 და 14:15 საათზე ბრუნდება.

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა ერთ-ერთი პირველი სარკინიგზო ხაზია საქართველოში. რკინიგზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს ამოქმედდა. 2017 წელს რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი კომპლექსური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მატარებლის ПВ-900 ტიპის სამგზავრო ვაგონები, რომლებსაც კაპიტალური სარემონტო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, ორი წლის წინ განაახლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]