ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ჩამქრალია. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, სატვირთო ავტომანქანა სრულად დაიწვა.
გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის განადგურებას ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.