weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სოფელ ჯიმითში მეცხოველეობის ფერმაში 34 წლის მამაკაცი მოკლეს

00:08 კვირა, 18 თებერვალი 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითთან მდებარე მეცხოველეობის ფერმაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 34 წლის მამაკაცი ნათესავმა სანადირო თოფიდან გასროლით მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი გურჯაანის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ძმის თქმით, გურჯაანის სამედიცინო ცენტრში პაციენტს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.

„საავადმყოფოში როცა შეიყვანა სასწრაფომ, ჩემი ძმა გონზე იყო და ლაპარაკობდა. ყურადღება დროულად არ მიაქციეს და დაიღუპა. მკვლელობას რაც შეეხება, მეც იმავე სოფელში ვიყავი, ოღონდ სხვა ფერმაში. როცა დავინახე ჩემი ძმის ფერმისკენ მანქანა მიდიოდა, დავურეკე და ვუთხარი, მგონი ის მოდის მეთქი. გასულ წელს ჩხუბი მოუვიდათ და რაღაც პრობლემა იყო. ჩემ ძმას ვუთხარი, ფრთხილად იყავი მეთქი. ამასობაში ის ჩვენი ნათესავიც მივიდა ჩემ ძმასთან. როგორც კი ჩამოვიდა მანქანიდან, მაშინვე ესროლა და წავიდა. გავიხედე, ჩემი ძმა აღარ ჩანდა. ცხენზე დავჯექი და გავიქეცი. სასწრაფოც გამოვიძახე, მალევე კი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ დაიღუპა“, - ამბობს გარდაცვლილის ძმა აზალხან ისმაილოვი.

გურჯაანის სამედიცინო ცენტრში განმარტეს, რომ სტაციონარში შეყვანისთანავე პაციენტი საოპერაციო ბლოკში მოათავსეს, მაგრამ დაჭრილს სასიცოცხლო მაჩვენებლები აღარ ჰქონდა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე საათში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფელ კაზლარში დააკავეს. გარდაცვლილიც იორმუღანლოს მცხოვრები იყო და სოფელ ჯიმითში, მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა.

პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]