weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

სასამართლომ ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს გირაო შეუფარდა

18:24 კვირა, 18 თებერვალი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

სასამართლომ ბრალდებულს გირაო შეუფარდა 5 000 ლარის ოდენობით, მის გადახდამდე პატიმრობის უზრუნველყოფით.

პროკურატურის თანამშრომლებმა ლ.რ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ლ.რ.-მ 2018 წლის 4 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ.კ.-ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

ლ.რ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე ვადით.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას ლ.რ.-ს თვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]