ხელყუმბარასთან ერთად, წერილიც იყო დატოვებული, რომლის ავტორი ღმერთს შენდობას სთხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წერილში აღნიშნულია, რომ ხელყუმბარა მის მფლობელს 2008 წლის ომის შემდეგ ჰქონდა და არ იცოდა, სამართალდამცავებისთვის როგორ ჩაებარებინა. ამიტომ, ეკლესიაში მიიტანა და შესაბამისი უწყებებისთვის გადაცემა მოითხოვა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სმართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას გულისხმობს.