საავადმყოფოს მენეჯერი ირინა დოლიძე აჭარის ტელევიზიასთან ამბობს, რომ მამაკაცს ორი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.