„ამ დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე დღეში მოკვლევა დამთავრდება და სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა, ანუ სისხლმდენი ჩუტყვავილა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, ჩუტყვავილას შემთხვევები წელს მნიშვნელოვნად მომატებული არ არის.
ბაღის დირექტორი მზია ჯილაძე „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მსგავსი სიმპტომები კიდევ რამდენიმე ბავშვს აღენიშნება და მოზარდები ჩუტყვავილას შედარებით მსუბუქი ფორმით მკურნალობენ. დაწესებულებაში დროებით შეწყდა სააღმზრდელო პროცესი და ჩატარდა დეზინფექცია.