weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გარდაბნის გამგეობამ 2 სამსახურებრივი ავტომანქანა „დაკარგა“

16:05 სამშაბათი, 20 თებერვალი 2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს, გამგეობის ბალანსზე არსებული „MITSUBISHI PAJERO 3500“ და „GAZ-31029“ ვერ მოიძებნა. გამგეობას არ გააჩნდა ინფორმაცია ამ ავტომანქანების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „MITSUBISHI PAJERO 3500“ გარდაბნის გამგეობას შეძენილი ჰქონდა 2007 წელს და მასში 15 300 ლარი იყო გადახდილი, „GAZ-31029“-ის შესახებ კი ინფორმაცია საერთოდ ვერ მოიძებნა. 

აუდიტის ჩატარების პროცესში ასევე დადგინდა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული იყო 2010 წლის შემდეგ შეძენილი 3 ახალი ავტომანქანა. 

მათ შორის, „WOLKSKWAGEN PASSAT“, რომელიც 60 000 ლარად იყო ნაყიდი, 2013 წლიდან გადაცემული ჰქონდა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ფეიქრიშვილს

„KIA RIO“-ს მოდელის 2 ავტომანქანა, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 24 800 ლარი იყო, სამსახურებრივი სარგებლობისთვის ჰქონდათ გადაცემული გარდაბნის საკრებულოს წევრებს. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში, აღნიშნული 3 ავტომანქანა მუნიციპალიტეტისათვის დაბრუნებული არ იყო. 

აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ მანქანების დაკარგვით და დაზიანებით მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა, თუმცა, ქონების ან შესაბამისი კომპენსაციის მიღების მიზნით, რაიმე სამართლებრივი ღონისძიებები არ განხორციელებულა. 

გარდა სამსახურებრივი ავტომანქანებისა (21 სამორიგეო და 2 პერსონალური), გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2015 წელს საწვავი ყოველთვიურად გაიცემოდა საჯარო მოსამსახურეების კუთვნილ 70-დან 85 ავტომანქანაზე, ხოლო 2016 წელს - 60-დან 75 ავტომანქანაზე. საწვავი გამოეყოფოდა საკრებულოს თანამდებობის პირებს და რიგით წევრებს, სპეციალისტებს, დაქირავებულ მოსამსახურეებს, გამგებლის წარმომადგენლებს და სხვ. 

2015-2016 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა საკუთარი მოხმარებისათვის დახარჯა 400 ტონამდე საწვავი, რაშიც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 613 400 ლარი, ავტომანქანებისა და სათადარიგო ნაწილების შეძენისათვის კი 88 200 ლარი იქნა გადახდილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]