weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2018 წლის იანვარში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 745-მა მოქალაქემ მოითხოვა

17:56 სამშაბათი, 20 თებერვალი 2018

გერმანული გამოცემა Die Welt ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2018 წლის იანვარში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 745-მა მოქალაქემ მოითხოვა.

გერმანიის შსს-ს ინფორმაცით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 2017 წლის სექტემბერთან შედარებით სამჯერ არის გაზრდილი. სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა. ოქტომბერში ასეთი მოქალაქეების რიცხვმა 355, ნოემბერში - 444, დეკემბერში - 522, იანვარში კი - 745 შეადგინა.

Die Welt წერს, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელი პირების რაოდენობის ზრდის გამო, გერმანია განიხილავს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროკავშირის დონეზე გარკვეული ზომების მიღების საკითხს. ეს გულისხმობს სასაზღვრო პოლიციასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და მოქალაქეების უკან გაბრუნების მექანიზმის გაძლიერებასაც. ამ საკითხზე წინასწარი დისკუსია უკვე დაიწყო ევროკომისიაში.

ბუნდესტაგში „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ ფრაქციის სპიკერის, სტეფან მაიერის განცხადებით, ეს საკითხი დროულ მიდგომას საჭიროებს. „თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და კვლავ შემოიღოს სავიზო რეჟიმი“, - განუცხადა მან Die Welt-ს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლეთა რიცხვი 2012-2015 წლებშიც გაიზარდა. კერძოდ, 2012 წელს 530 ასეთი ადამიანი იყო, 2015 წელს კი თითქმის 3200. მაშინ თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატებოდა, დღეს კი თითქმის 2%-ია.

„ბევრი ქართველი, როგორც მაშინ საუბრობდნენ, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის პერიოდში დანაშაულს ჩადიოდა. ამგვარად, გამოვლენილი ქართველი დამნაშავეების თითქმის 60% თავშესაფრის მაძიებელი იყო“, - წერს Die Welt.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, იმისთვის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს, ზომების გამკაცრება იგეგმება. საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომები, მათ შორის ისეთი, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაკისრება, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და ა.შ.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო რეჟიმით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევები კიდევ გაიზრდება გერმანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვას დაიწყებს. მინისტრის თქმით, გერმანია შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას ჯერ არ აპირებს, თუმცა უვიზო რეჟიმის დამრღვევთა რაოდენობა შემაშფოთებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]