weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმი-თბილისის მატარებელზე სტუდენტები ფასდაკლებით ვეღარ სარგებლობენ

12:48 ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018

ბათუმი-თბილისის მატარებელზე სტუდენტები შეღავათიანი ფასის ბილეთებით ვეღარ სარგებლობენ. აჭარის ტელევიზიას საქართველოს რკინიგზაში დაუდასტურეს, რომ ფასდაკლება 19 თებერვლიდან შეწყდა.

რკინიგზაში განმარტავენ, რომ ფასდაკლება არ გაუქმებულა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ სტუდენტები კვლავ შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღმოიფხვრება სისტემაში არსებული ხარვეზი.

სტუდენტური შეღავათი (50%-იანი ფასდაკლება) მხოლოდ მაგისტრალური მიმოსვლის ყველა ელექტრომატარებლის მეორე კლასისა და სამგზავრო მატარებლების კუპირებულ ვაგონებზე ვრცელდებოდა.

შეღავათიანი ბილეთის მფლობელი სტუდენტების მატარებლებში დაშვება 2017 წლის მაისში გამარტივდა. თუ ძველი წესის მიხედვით აუცილებელი იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაზე დატანილი ყოფილიყო წარწერა „სტუდენტი“, ცვლილების შემდეგ მხოლოდ პირადობის მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემების სისწორის შედარება ხდებოდა. აღნიშნული წარწერის არსებობა კი აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა. თბილისიდან ბათუმამდე მეორე კლასის ვაგონით მგზავრობის ღირებულება 19 ლარია. 

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]