weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხელვაჩაურში ახალშობილი არ დაკარგულა, პოლიციას ის გარდაცვლილი დახვდა – შსს

15:32 ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილი, რომელიც 20 წლის გოგომ სახლში გააჩინა, არ დაკარგულა. შსს-ს ინფორმაციით, დაახლოებით 10 დღის წინ, პოლიციას ჩვილი სახლში გარდაცვლილი დახვდა, მას ექსპერტიზა ჩაუტარდა და ოჯახმა დაკრძალა.

ახალშობილის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. როგორც სიუჟეტში ამბობენ, გოგონამ სახლში იმშობიარა, რის შემდეგად ახალშობილი გაუჩინარდა. გოგონას ბებია ამბობს, რომ შვილიშვილის ორსულობის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ.

მშობიარობის შემდეგ, გოგონა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანა. მას ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. ექიმები ადასტურებენ, რომ ის ახლადნამშობიარები იყო, თუმცა, ჩვილი თან არ ჰყავდა. კლინიკის ექიმებმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობეს.

„კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით აღმოჩნდა, რომ იყო მშობიარობის მესამე პერიოდი. ნაყოფი ჩვენ არ გვინახავს. პლაცენტის ზომების მიხედვით, ვივარაუდეთ, რომ პაციენტმა დროულად იმშობიარა“, - განაცხადა ექიმმა ხათუნა ჯორბენაძემ.

პოლიცია მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლით იძიებს, რაც უკანონო აბორტს გულისხმობს. უკანონო აბორტი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 300 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]