weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია 21 მარტსაც მოხდება - კონსული

11:08 ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018

ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსულის, იოსებ ჩხიკვიშვილის განცხადებით, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია 21 მარტსაც იგეგმება. კონსულის განმარტებით, უკან იმ ადამიანებს აბრუნებენ, რომლებსაც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრეს.

იოსებ ჩხიკვიშვილის თქმით, 20 თებერვალს, გერმანიიდან საქართველოში 65 ადამიანი გამოაძევს, მათ შორის იყვნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც თავშესაფრის მიღებას სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ისლანდიაში ცდილობდნენ.

„იმ ადამიანების დეპორტაცია ხდება, რომელთაც უარი ეთქვათ გერმანიაში თავშესაფარზე. 21 მარტს კიდევ ერთი დეპორტაცია იქნება. ჩვენ ვცდილობთ ამ ადამიანების სიის მიღებას, მაგრამ გერმანული მხარე არ არის ვალდებული, სია მოგვაწოდოს. საქართველოს არცერთ მოქალაქეს ჩვენთვის არ მოუმართავს მათი უფლებების დარღვევის თაობაზე. რეისს ყოველთვის დაჰყვება და რეადმისიის პროცესს აკვირდება ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი“, - აღნიშნა ჩხიკვიშვილმა „რუსთავი 2“-თან.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში ამ ქვეყანაში თავშესაფარი საქართველოს 745-მა მოქალაქემ მოითხოვა, მაშინ როდესაც 2017 წლის სექტემბერში ეს რიცხვი 238 იყო. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის წესების დამრღვევთა რაოდენობა შემაშფოთებელია.

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35 %-ით გაიზარდა.

საქართველოს მთავრობა ზომების გამკაცრებას გეგმავს, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]