გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია – ის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. არის. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა.