weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში ბიბლიოთეკარებს ტესტირების საფუძველზე შეარჩევენ

12:36 ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018

თბილისის მერია ბიბლიოთეკების რეფორმას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, დაგეგმილია ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია და თანამშროლების გადამზადება.

თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, დაგეგმილ რეფორმას ბიბლიოთეკარების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მისივე თქმით, ბიბლიოთეკები არ გაუქმდება, მერია ახალ ა(ა)იპ-ის დააფუძნებს, სადაც თბილისის ბიბლიოთეკები და სამი მედიათეკა გაერთიანდება. თბილისის მერის მოადგილემ რეფორმის აუცილებლობის მიზეზად ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, თანამშრომლებისთვის შეუსაბამო გარემო და ანაზღაურება დაასახელა.

„ბიბლიოთეკარებს გაუსაძლის მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. გარემო შეუსაბამოა მკითხველისთვისაც. ასევე, მიგვაჩნია, რომ ბიბლიოთეკარებს ის დაბალი ხელფასი, რაც დღეს აქვთ, არ უნდა ჰქონდეთ. ამიტომ, უნდა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რომ სისტემა თავიდან ბოლომდე გავმართოთ და ახალი ტიპის ბიბლიოთეკები მივიღოთ. იმისთვის, რომ ხელფასების მატება მოხდეს, ბიბლიოთეკებში დასაქმებულმა პერსონალმა გარკვეულ სტანდარტებს უნდა უპასუხოს. ამისთვის, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში, თითოეული თანამშრომლის გადამზადება მოხდება, ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კი ისინი თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ ახალ ა(ა)იპ-ში დასაქმდებიან“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, რეფორმის შედეგად, თბილისში არსებული ბიბლიოთეკები სერვისებზე ორიენტირებული გახდება და მეტ მკითხველს მიიზიდავს.

თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ წერეთელმა ბიბლიოთეკების თანამშრომლებს მოუწოდა, დაგეგმილ ტრენინგებს დაესწრონ და ტესტირებაში მიიღონ მონაწილეობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]