weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედროები სოხუმში სამხედრო აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას

13:07 ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედროები სოხუმში სამხედრო აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას ფოტო Ⓒ Sputnik

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამხედროები ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრთან, ბესლან ცვიჟბასთან შეხვედრისას განაცხადა.

რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. დელეგაცია ოკუპირებულ ცხინვალში მამულის დამცველის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩავიდა.

„გვინდოდა, რომ ჩვენთან ერთად აღლუმებზე ჯარისკაცებს ოსეთის დროშებით მიეღოთ მონაწილეობა. დაე, ჩვენმა ხალხმა ნახოს ჩვენი ძმური ურთიერთობები. ჩვენ ერთი ბედი გვაქვს“, - განაცხადა ცვიჟბამ.

დე ფაქტო რესპუბლიკებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთი გამოთქვამს მზაობას, მონაწილეობა მიიღოს სამხედრო აღლუმში, რომელიც სოხუმში 30 სექტემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]