ამ გადაწყვეტილების შესახებ ევროპის საავიაციო ფორუმის, CONNECT 2018-ის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და Pobeda Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
„გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რასაც ამ ფორუმის ფარგლებში მივაღწიეთ. ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pobeda Airlines-ი ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი – სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით იფრენს. რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, სექტემბრიდან განხორციელდება“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.
საერთაშორისო საავიაციო ფორუმი თბილისში მესამე დღეა მიმდინარეობს. საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიებაში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.