weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანია სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს დახმარებას სთავაზობს

10:06 პარასკევი, 23 თებერვალი 2018

გერმანიის მთავრობა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროგრამა „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP)“. პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც სამშობლოში დაბრუნების სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება, ასევე არსებობს დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა.

პროგრამის მიხედვით, აღნიშნული მხარდაჭერა ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, ვინც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 2017 წლის 27 მარტამდე შევიდა და რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე, მაგრამ არ გასულა მათთვის ქვეყნის დატოვებისთვის შესაბამისი უწყების მიერ მიცემული ვადები; პირებს, რომელთა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განხილვის პროცესი არ დასრულებულა და ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც დაუკმაყოფილდათ ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ნებაყოფლობით სურთ საქართველოში დაბრუნება.

პროგრამის მიხედვით, ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს, პროგრამა აძლევს საშუალებას თავად განსაზღვრონ დაბრუნების თარიღი და დაგეგმონ გამგზავრებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები. ისინი მგზავრობენ დამოუკიდებლად და ოფიციალური უწყების წარმომდგენელი თანმხლები პირის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, მგზავრობის დროს მათ გაეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ასევე უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო პერსონალის თანხლება.

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებობს შესაძლებლობა, აღნიშნულმა პირებმა მიიღონ დამატებით 3000 ევრომდე რაოდენობის ფულადი მხარდაჭერა, სამშობლოში საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად: ქირავნობის დასაფარავად, სამშენებლო ან სარემონტო მიზნებისთვის და ა.შ.

პროგრამა მიზნად ისახავს გერმანიაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას და მათ რეინტეგრაციას. ნებაყოფლობით სამშობლოში დაბრუნების მსურველებს, პროგრამების შესახებ სრული ინფორმაცია, შეუძლიათ მიიღონ გერმანიის მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში. საინფორმაციო ცენტრების განთავსების ადგილების შესახებ ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ბმულზე: https://www.returningfromgermany.de/de/centres.

დაინტერესებულ პირებს პროგრამის თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ინტერნეტ მისამართზე: www.returningfromgermany.de, სადაც ინფორმაცია განთავსებულია გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ავღანურ, არაბულ და ირანულ ენებზე.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, პროგრამით 2016 წელს საერთო ჯამში 54 000-მა ადამიანმა ისარგებლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]